loader

"თემურ-ცრუ, წადი" - მეხანძრე-მაშველების ნაწილი გიორგაძის გადადგომას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თემურ-ცრუ, წადი" - მეხანძრე-მაშველების ნაწილი გიორგაძის გადადგომას მოითხოვს

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების ნაწილი სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის და მისი დიშვილის, ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის, ლევან ჩხიკვაძის გადადგომას ითხოვს.

დღეს გამართულ აქციაზე მონაწილეებმა გიორგაძე არასწორ მენეჯმენტსა და თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებაში დაადანაშაულეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ნუგზარ ჭინჭარაულმა განაცხადა, თემურ გიორგაძე პროფკავშირის თანამშრომლებს დევნის. მან განაცხადა, რომ 2013 წლის დეკემბერში, როდესაც მერიაში დასაქმებულ ყველა მოხელეს მიეცა მეცამეტე ხელფასი, მხოლოდ 6 თანამშრომელს, რომლებიც პროფკავშირში იყვნენ, არ მიეცა მეცამეტე ხელფასი.

ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის, ავთანდილ მეგრელიშვილის განცხადებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ბრძანებაზე, ჩამოეყვანა ინფიცირებული გვამი აღჭურვილობის გარეშე, უარი განაცხადა.

ავტორი: გიორგი დადიანი