loader

"საქართველო ნატო-ს ღირსეული პარტნიორია" - სამხედრო კომიტეტის სხდომა თბილისში დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო ნატო-ს ღირსეული პარტნიორია" - სამხედრო კომიტეტის სხდომა თბილისში დასრულდა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა თბილისში ოფიციალურად დაიხურა. 28+1 ფორმატში ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში (ISAF). ასევე, განხილული იყო ნატო-სთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, 2014 წლის შემდგომ წვრთნის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატო-ს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატო-ში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.