loader

დიდ ბრიტანეთში დეკემბრის შემდეგ წვიმა არ შეწყვეტილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდ ბრიტანეთში დეკემბრის შემდეგ წვიმა არ შეწყვეტილა

მდინარე ტემზის სანაპიროებზე მცხოვრები დაახლოებით 1000 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო წყალდიდობის საშიშროების გამო, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ქვეყნის მრავალი რეგიონი ჯერ კიდევ წყლის ქვეშ რჩება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი წვიმების გამო იძულებული გახდა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ვიზიტი გადაედო. მისი თქმით, ვითარება ინგლისის სამხრეთ ნაწილსა და უელსში უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდება.

წვიმების გამო, რომელიც დეკემბრის თვის შემდეგ არ შეწყვეტილა, 10 000-ზე მეტი სახლია დატბორილი და ათასობით ადგილობრივი მცხოვრები - ევაკუირებული.

"ადამიანები საკუთარი ქმედებებით კიდევ უფრო ართულებენ ვითარებას: ისინი არ აქცევენ ყურადღებას საგზაო ნიშნებს და აღნიშვნებს გადაკეტილი გზების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში მანქანების დაკარგვის მიზეზი ხდება", - აღნიშნავს დატბორილი ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით