loader

რატომ აქვთ ძალიან მაღალი ხელფასები შპს-ებსა და სსიპ-ებში? - ღარიბაშვილი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აქვთ ძალიან მაღალი ხელფასები შპს-ებსა და სსიპ-ებში? - ღარიბაშვილი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე

სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო "შპს"-ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი.

ამ კითხვაზე პასუხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა. პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, დროულად მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

"აწარმოე ქართული" – ეს არის პრემიერ–მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას.

პროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ჩატარდა კვლევები, მოხდა ანალიზი. ადგილობრივი წარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის საჯარო უახლოეს პერიოდში გახდება.