loader

"ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დაჯარიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ.

გარდა დაჯარიმებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივი გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა შეეძლებათ მიმდინარე წლის პირველ მარტამდე.

"ყაზტრანსგაზ თბილისის" სპეციალური მმართველი ირაკლი გაბუნია არ ეთანხმება სემეკ-ის გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში და არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გასაჩივრებას.