loader

"მერაბიშვილი იმსახურებს ლინჩის წესს" - საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერაბიშვილი იმსახურებს ლინჩის წესს" - საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვანო მერაბიშვილის პროცესის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მერაბიშვილთან ერთად უნდა დაისაჯონ ყოფილი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მონაწილეობდნენ წლების განმავლობაში ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.

აქციას ესწრებოდა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საზოგადოებას მოუწევს ლინჩის წესის გამოყენება.