loader

მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე" ძაბვის ვარდნამ მოძრაობა დროებით შეაფერხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე" ძაბვის ვარდნამ მოძრაობა დროებით შეაფერხა

მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე" მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის გამო მატარებელი დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გაჩერდა. მეტროში იყო დაკვამლიანებაც.

ამასთან, ძაბვის ვარდნამ შეფერხება მეტროპოლიტენის მხოლოდ ერთი ხაზის, ვარკეთილიდან ახმეტელის მიმართულებით გამოიწვია. მგზავრების ევაკუაცია არ მომხდარა.

ავტორი: გიორგი დადიანი