loader

17 თებერვლიდან "განოს და კოტეს შოუ" "პალიტრა TV"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 თებერვლიდან "განოს და კოტეს შოუ" "პალიტრა TV"-ზე

17 თებერვლიდან "პალიტრა TV"-ის ეთერში ახალი გადაცემა "განოს და კოტეს შოუ" იწყება. წამყვანები შოუს ფორმატიდან გამომდინარე შეირჩნენ - მსახიობი კოტე თოლორდავა და კინორეჟისორი განო მელითაური, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წყვილი, რომელიც თანაცხოვრების 7 წელიწადს ითვლის.

რადგან გადაცემა ოჯახური თანაცხოვრების ჭრილში გააშუქებს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, სეგმენტი შეუზღუდავია. შოუს წამყვანებს თავად ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, 50-ს გადაცილებული მშობლები და ახალგაზრდა ცნობილი თუ არაცნობილი მეგობრები. შესაბამისად, წინ დაუვიწყარი საღამოები გელოდებათ - "განოს და კოტეს შოუში" ტაბუდადებული თემები არ არსებობს.

ის, რაც ქართულ სატელევიზიო სივრცეს ყველაზე მეტად აკლდა - გულახდილი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოწოდებული ისტორიები, სიტუაციები, აქტუალური თუ პრობლემატური თემები, რეალური კამათი და რეალური ურთიერთობები, გამოუვალი სიტუაციები და წამყვანების და სტუმრების გამოცდილების მაყურებლისთვის გაზიარება.

17 თებერვლიდან "პალიტრა TV"-ის ეთერში ყოველდღე, 21:45 საათზე "განოს და კოტეს შოუ" გელით.