loader

ექიმებმა სმენადაკარგულ ქალს ყურში ცოცხალი მატლი უპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმებმა სმენადაკარგულ ქალს ყურში ცოცხალი მატლი უპოვეს

ტაივანელ ქალს ყურში ექიმებმა ლარვა (მატლი) აღმოუჩინეს. 48 წლის ქალბატონმა მას შემდეგ მიაკითხა საავადმყოფოს, რაც 24 საათის განმავლობაში ყურის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა. ექიმებმა სმენადაკარგულ ქალს სასმენი აპარატი მოხსნეს და აღმოაჩინეს, რომ ყური სისხლით იყო დასვრილი. როდესაც ექიმებმა ყურის გამოკვლევა დაიწყეს, აღმოაჩინეს ლარვა, რომელიც ყურის არხებში გადაადგილდებოდა. ექიმების აზრით, პარაზიტი 1 დღის განმავლობაში ბინადრობდა ყურში.