loader

თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება

თბილისის იუსტიციის სახლი, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში გაიხსნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც მოადგილესთან ერთად იუსტიციის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამჟამად, იუსტიციის სახლის სახურავის, ე.წ. ფოთლის შიდა ნაწილში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შენობას ემატება საყრდენი კონსტრუქციები. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შიდა ნაწილი ეტაპობრივად სუფთავდება თავის დროზე სიჩქარის გამო დატოვებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან. ამასთან, ერთდროულად ხდება სახურავის დაზიანებული ნაწილის შეფუთვაც.
იუსტიციის სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მინისტრმა ავტოსადგომიც დაათვალიერა, სადაც სარემონტო პროცესები უკვე დასრულებულია.