loader

აზერბაიჯანთან დემარკაციის საკითხებზე მუშაობა უნდა გავააქტიუროთ - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანთან დემარკაციის საკითხებზე მუშაობა უნდა გავააქტიუროთ - გიორგი მარგველაშვილი

აზერბაიჯანთან დემარკაციის საკითხებზე მუშაობა უნდა გავააქტიუროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემაზე მასსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის საუბარი აზერბაიჯანში ვიზიტისას შედგა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ შესაბამისი კომისიების მუშაობა უნდა გააქტიურდეს. 

პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აუცილებელი იყო კიდევ ერთხელ ხაზგასმა კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და საუბარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე.