loader

გინება და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის "იმედში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის "იმედში"

ტელეკომპანია "იმედში", გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ, საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჯერ ტელევიზიის ფოიეში დაიწყო, შემდეგ კი ტელეკომპანიის ეზოში გადაინაცვლა.
ვიდეომასალაში გარკვევით ისმის საკრებულოს დაპირისპირებული წევრების მიერ ერთმანეთის მისამართით გინება და სხვა სახის შეურაცხმყოფელი მიმართვები.

ამასთან, კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი არხის ოპერატორს გადაღებას უკრძალავს და ვიდეოკამერის გამორთვის მიზნით მუქარის შემცველი მოწოდებით მიმართავს.

საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტუაციის დარეგულირებას არხის დაცვის სამსახური რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.
გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა.

ნახეთ ვიდეო ინგლისურად