loader

"მე შენ მიყვარხარ" - ambebi.ge-ს უპრეცედენტო კონკურსი და რომანტიკული საჩუქრები გამარჯვებულებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე შენ მიყვარხარ" - ambebi.ge-ს უპრეცედენტო კონკურსი და რომანტიკული საჩუქრები გამარჯვებულებისთვის

ინტერნეტპორტალ ambebi.ge-ს უპრეცედენტო კონკურსი "მე შენ მიყვარხარ," რომელიც ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიწყო, დასრულდა. მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გამარჯვებულ წყვილებს რომანტიკული საღამო მოუწყო.  ambebi.ge-ს საიტზე სულ 571 წერილი შემოვიდა, აქედან 4 - საუკეთესო, სახალისო, რომანტიკული და კრეატიული - წერილი აირჩა. დაუვიწყარი საჩუქრები, სასიყვარულო გზავნილების ერთმანეთისთვის გაზიარება და ბევრი სიყვარული - ამ საღამოს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

საუკეთესო სასიყვარულო გზავნილის ავტორი და მისი საყვარელი ადამიანი ambebi.ge-მ მთავარი პრიზით - თანამედროვე რომაული არდადეგებით დააჯილდოვა. შიკო თურმანიშვილის და თიკო ჩერქეზიშვილის სიყვარულის ისტორია 2 წლის წინ დაიწყო. შიკომ ეს გზავნილი თიკოს მიუძღვნა და 14 თებერვალს მომხმარებლების რჩეულიც გახდა. წყვილს რომის საგზური უკვე გადაეცა და მალე მარადიულ ქალაქში დაუვიწყარ დღეებს გაატარებს.

ზურა ქოჩლაძე და მისი მეუღლე 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კიდევ ერთ რომანტიკულ საღამოს რესტორან "ფუნიკულიორში" გაატარებენ. ყველაზე რომანტიკული გზავნილის ავტორი ზუსტად 27 წელია მეუღლეს სიურპრიზებით აოცებს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წერილის ავტორები მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" და "ისი პარიმ" დააჯილდოვა. საღამოს ბოლოს საგზურის მფლობელებმა ტორტი გაჭრეს, შემდეგ კი შეკრებილებმა სასიყვარულო სურვილები ჩაიფიქრეს და ცაში ფრანები გაუშვეს.