loader

გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით სიტუაციის გართულებას არ ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით სიტუაციის გართულებას არ ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით სიტუაციის გართულებას არ ელოდება. თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ ისეთი დონის, როგორც 2009 წელს იყო.

რაც შეეხება სამტრედიის სათნოების სახლში ბენეფიციართა გარდაცვალებას, როგორც იმნაძემ განმარტა, ხუთ ბენეფიციარს A ტიპის H3N2 ვირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე, იმნაძემ მოქალაქეებს მიმართა, რომ მიირთვან ნიორი და ხელები ხშირად დაიბანონ.
რაც შეეხება ზოგად სურათს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან 82 A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი - H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, იგივე ვირუსი დაუდასტურდა ასევე სათნოების სახლის ერთ თანამშრომელს, სამ ბენეფიციარს სურდოს ვირუსი დაუდგინდა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარში უმძიმესი კონტინგენტია, ყველა მათგანს მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს და თავშესაფარში ძირითადად მწოლიარე ავადმყოფები იმყოფებიან.