loader

შსს-მ ძებნილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ძებნილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე იზზეთ შ. ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მისი ძმის სახელზე გაცემული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 2013 წლის 19 ნოემბერს, ასევე უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძებამ ასევე დაადგინა, რომ იზზეთ შ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.