loader

რა საკითხებზე ისაუბრებს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საკითხებზე ისაუბრებს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში დაახლოებით 40-წუთიანი გამოსვლა ექნება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება სიტყვით, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ძირითად აქცენტებზე ჟურნალისტებს ვანო მაჭავარიანიც ესაუბრა. როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი, გასული წლის აქტუალურ თემებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში 21 თებერვალს იგეგმება.