loader

"ჩვენთან რა გინდათ?" - ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენთან რა გინდათ?" - ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ბათუმის პროკურატურა დატოვა.

როგორც ლევან ვარშალომიძემ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, პროკურატურა ხულოს ქუჩაზე მდებარე შენობის გასხვისების დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ვარშალომიძე პროკურატურაში დაბარებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტერორი ხორციელდება.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, პროკურატურაში დაკითხვა 14:00 საათზე დაიწყო.