loader

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო, "გამოხტომები" ათასჯერ მეტი იქნებოდა - ზაქარეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა რომ არ მიგვეღო, "გამოხტომები" ათასჯერ მეტი იქნებოდა - ზაქარეიშვილი

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წევრების მიერ სოჭში გამართულ შეხვედრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "პრიმიტიულ ჩხირკედელობას" უწოდებს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა პროექტის - "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ შეხვედრებს და დე-ფაქტო პრეზიდენტების სოჭში ყოფნას ოფიციალურობასთან საერთო არაფერი აქვს და ამაზე განცხადება თვითონ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს წარმომადგენლებს რომ არ მიეღოთ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, "იქ ე.წ. გამოხტომები ბევრად მეტი იქნებოდა".