loader

ლონდონში ტროტუარები ფეთქდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში ტროტუარები ფეთქდება

ეს კადრები ფილმიდან სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას - ხალხმრავალი ქუჩა, გამვლელები საქმეებზე მიიჩქარიან, უეცრად, გრუხუნი ისმის და მიწიდან ცეცხლი იფრქვევა. ლონდონის ისლინგტონის რაიონში მიწისქვეშ გამავალი გაუმართავი ელექტრო სადენის გამო მოულოდნელად აფეთქდა ტროტუარი.

ახლომახლო შენობებიდან დაახლოებით 50 ადამიანის ევაკუაციის შემდეგ მეხანძრეები და მაშველები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგნენ. შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გაუმართავი სადენის გამოსაცვლელად ელექტრიკოსები მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის - ელექტროსადენების გამო ლონდონში ტროტუარი ადრეც აფეთქდა. მსხვერპლი არც პირველ აფეთქებას მოჰყოლია - იქვე მდგარმა მამაკაცმა დროზე მოასწრო გაცლა.