loader

ასფიქსია, სავარაუდოდ, ხორხში დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია - თეა წულუკიანი გირგვლიანის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასფიქსია, სავარაუდოდ, ხორხში დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია - თეა წულუკიანი გირგვლიანის საქმეზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება ასფიქსიით დადგა, თუმცა თავად ასფიქსია ხორხში, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია.
როგორც წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, ამის შესახებ საუბარია ექსპერტის დასკვნაში, რომელიც საქმეში დევს.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა შესაძლებელი, აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს, იუსტიციის მინისტრი აღნიშნულს არ გამორიცხავს.