loader

რუსული რომანსის საღამო თბილისში ხუთმა მოქალაქემ სტვენით გააპროტესტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული რომანსის საღამო თბილისში ხუთმა მოქალაქემ სტვენით გააპროტესტა

უკრაინის სოლიდარობის მიზნით ხუთმა მოქალაქემ რუსული რომანსის საღამო მუსიკალურ ცენტრთან აქციით გააპროტესტა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მხარდასაჭერად აქციაში მონაწილე ხუთი ქალბატონი მუსიკალურ ცენტრთან პლაკატებითა და სასტვენებით მივიდა. ისინი შენობაში შესულებს სტვენით აცილებდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან გაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ აგრესიას, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ყველაზე მეტად აპროტესტებდა და ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა. შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ქართველებისგან უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს. ამდენად, აქციის მონაწილეებს თბილისში რუსული რომანსების საღამოს გამართვა გაუმართლებლად მიაჩნიათ.