loader

მორიგი მსხვერპლი უკრაინაში: ხმელნიცკის ოლქში მომიტინგეები ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი მსხვერპლი უკრაინაში: ხმელნიცკის ოლქში მომიტინგეები ჩაცხრილეს

ერთი ადამიანი მოკლეს უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში უშიშროების სამსახურის საოლქო სამმართველოს შტურმის დროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უშიშროების სამსახურის ცენტრალური შესასვლელის შტურმისას გარდაცვლილი ქალბატონი წინ იდგა. სხვადასხვა მონაცემებით, მას გულ-მკერდის არეში 6-დან 8 ტყვიამდე აქვს მოხვედრილი. ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა", - წერს vsim.ua.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ორი დაჭრილის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ხმელნიცკის უშიშროების სამსახურის შენობასთან შეკრებილებს შენობის ცენტრალური შესასვლელიდან და გვერდითა კარიდან ესროდნენ.

ნახეთ რეპორტაჟები უკრაინიდან:


შემზარავი კადრები კიევიდან: ქუჩაში დაყრილი ცხედრები და ატირებული აქტივისტი

კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

როგორ დაწვეს ჯავშანტრანსპორტიორი მაიდანის აქტივისტებმა

"მე უკრაინელი ვარ" - კიეველი აქტივისტის ვირუსული ვიდეომიმართვა

მოხუცმა ქალმა "ბერკუტს" ხელიდან გამოსტაცა მამაკაცი, რომელსაც უმოწყალოდ სცემდნენ