loader

ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევის სახლიდან იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევის სახლიდან იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი გიგა ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი 3 მჭიდითა და 22 საბრძოლო ვაზნით, ერთი ნიღაბი, ერთი წყვილი ხელთათმანი და ქამარი მჭიდის 2 ჩასადებით; ხოლო დაკავებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია "ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდითა და 165 საბრძოლო ვაზნით. ასევე, ამოღებულია საინექციოდ გამზადებული 2 შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება.

იხილეთ ინგლისური ვერსია