loader

დაუვიწყარი ზეიმი სიმსივნით დაავადებული 5 წლის გოგონასთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაუვიწყარი ზეიმი სიმსივნით დაავადებული 5 წლის გოგონასთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში მცხოვრებმა ლენგფორდების ოჯახმა თავიანთ ხუთი წლის გოგონას დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. საქმე ისაა, რომ წელიწადნახევრის წინ კლერ ლენგფორდს სიმსივნის იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. არავინ იცის, რამდენ ხანს მოახერხებს კლერის ორგანიზმი მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლას. მისი მშობლები და ახლობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ გოგონამ იგრძნოს როგორ უყვართ, ამიტომაც ერთ დღეს ნამდვილი ზეიმი მოუწყეს და ნამდვილ პრინცესად აქციეს.

კლერის მამა მომხიბლავი პრინცივით გამოეწყო, დედა დედოფალივით. კლერს კონკიას ნამდვილი კარეტა დახვდა სახლთან და გზის პირებზე ჩამწკრივებული ასობით მეზობელი და კეთილისმსურველი, რომლებსაც ყვავილები მიჰქონდათ გოგონასთან. პატარას გარშემო ზღაპრის გმირები ეხვია, კარეტას კი უკან მთელი აღლუმი მოჰყვებოდა. ასე აჩუქეს მშობლებმა სიმსივნით დაავადებულ პატარა გოგონას ერთი ზღაპრული დღე.