loader

პარლამენტში პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტში პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 14.00 საათზე პარლამენტის წინაშე წარდგება. პრეზიდენტს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდება შესვენება, რომელიც შემდეგ ფრაქციების გამოსვლით განახლდება. უმცირესობა-უმრავლესობას ექნება 45 წუთი გამოსვლისთვის, რომლის შემდეგაც სხდომა გაგრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დავით პატარაიას განცხადებით კი, გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგება სიტყვით, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი თევდორაძის განცხადებით, პრეზიდენტისგან "მნიშვნელოვან და ქმედით მესიჯს" არ ელოდებიან.

ავტორი: ირაკლი აკობია