loader

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლა წუთიერი დუმილით დაიწყო

პარლამენტში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წუთიერი დუმილით დაიწყო. "ჩემთვის დიდი პატივია, თქვენსა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ დავიწყებდე ამ საკითხებზე საუბარს, მინდა გამოვხატო წუხილი იმ უმძიმესი მდგომარეობით, რაც უკრაინაშია შექმნილი", - ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში პირველი ანგარიშის წარდგენა.

პარლამენტის სხდომას ესწრებიან დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყისში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი ანგარიშის წარდგენა პირველი კონსტიტუციის მიღებისა და კოალიცია "ქართული ოცნების" დაფუძნების თარიღს  დაემთხვა.