loader

რა ხდებოდა ღამით მცხეთაში: მომლოცველები და გაძლიერებული დაცვა სამთავროს მონასტერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა ღამით მცხეთაში: მომლოცველები და გაძლიერებული დაცვა სამთავროს მონასტერში

მცხეთაში, სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავის გახსნა წუხელ დაიწყო. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ, დაახლოებით 18:00 საათიდან უშუალოდ მონასტერში ისინი აღარ შეუშვიათ. ასევე, მათთვის შეზღუდვები იყო დაწესებული მონასტრის გარე ტერიტორიაზეც, რადგან მონასტრის შესასვლელი ჯებირებით იყო გადაკეტილი.

გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამხედროები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება თავად მცხეთას, ქალაქში გადაკეტილია ქუჩები და შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იცავენ.

ღირსი მამის გაბრიელ სალოსის ნეშტის გამობრძანება დღეს, 12:00 საათზე მოხდება. სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში პარაკლისს პატრიარქი გადაიხდის.

ასევე იხილეთ: მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პირველი კადრები

ავტორები: მინდია აფციაური, გიგა ხურცილავა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე