loader

"ეს არის რეალური სახე ფარისეველი მღვდლების" - რამ გამოიწვია მრევლის უკმაყოფილება მცხეთაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის რეალური სახე ფარისეველი მღვდლების" - რამ გამოიწვია მრევლის უკმაყოფილება მცხეთაში

სამთავროს დედათა მონასტერთან სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სამთავროს დედათა მონასტერთან სასულიერო პირები და მოქალაქეები წუხელ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მრევლი სასულიერო პირებს მონასტერში შეშვებას სთხოვდა, სასულიერო პირები კი აცხადებდნენ, რომ ეკლესიაში შესვლა არ შეიძლებოდა. მოქალაქეების თქმით, ეკლესიაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს საშვი, საშვს კი მხოლოდ ნაცნობებს აძლევენ.

"ეს არის რეალური სახე დღევანდელი საპატრიარქოსი და იმ ფარისეველი მღვდლების, ვინც ეს ბალ-მასკარადი მოაწყო. ეს არ გაუხარდებოდა მამა გაბრიელს, ეს არ არის ღმერთის გადაწყვეტილება" - აღნიშნა "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში მრევლის ერთ-ერთმა წევრმა.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზღვრული გუშინ საღამოდან და მოქალაქეებს მონასტერთან მიახლოების საშუალება არ ეძლეოდათ.

ავტორები: მინდია აფციაური, გიგა ხურცილავა

იხილეთ: 

მამა გაბრიელის საფლავიდან ამოღებული მიწა მრევლს მიაქვს
ღამენათევი და ატირებული მრევლი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის მოლოდინში
"ნაწილი იყო ხრწნადი, ნაწილი უხრწნელი" - როგორ გამოიყურებოდა მამა გაბრიელის ნეშტი
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში გადაასვენეს