loader

ბრიტანულ პაბში მოჩვენება დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანულ პაბში მოჩვენება დააფიქსირეს

სათვალთვალო კამერამ ერთ-ერთ უძველეს ბრიტანულ პაბში მოჩვენება დააფიქსირა. ბარის მფლობელმა ტონი დულიმ ჩანაწერი ინტერნეტში განათავსა. ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 30 წამს გრძელდება, ნაჩვენებია ბარის დახლი, რომლის ახლომახლო ჩნდება ადამიანის სილუეტი.

ჩანაწერს თან უძღვის განმარტება, რომ შემთხვევა 2014 წლის 14 თებერვალს დაფიქსირდა. დულიმ, რომელიც ბარის მფლობელი 2013 წლიდანაა, აღნიშნა, რომ იმ დღეს დილით შუშის გატეხვის ხმამ გააღვიძა. "ადრე არ მჯეროდა მოჩვენებების ან მსგავსი რაღაცების, მაგრამ ახლა ჩემი შეხედულებები შეიცვალა", - აცხადებს დული.

პაბი, სახელწოდებით Ye Olde Man and Scythe პირველად ისტორიულ დოკუმენტებში 1251 წელს არის მოხსენიებული. ვარაუდობენ, რომ ბარში დერბის მეშვიდე გრაფის, ჯეიმს სტენლის მოჩვენება ბინადრობს, რომელსაც 1651 წელს ინგლისის რევოლუციის დროს ბარში შესვლისას თავი მოკვეთეს. პაბში ინახება სკამი, რომელზეც სტენლი იქამდე იჯდა, სანამ მოკლავდნენ.