loader

"ცრემლსადენი გაზის გამოყენება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა" - მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცრემლსადენი გაზის გამოყენება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა" - მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე

საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. მისი თქმით, ამ საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთება, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების პროცესშიც კი არ არიან დადგენილი პირები, რომლებმაც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს.

"მე იმ პერიოდში ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც უნდა აღედგინა კანონიერება და საშუალება ჰქონოდა აღლუმის ჩატარების. ამისათვის მოვითხოვე მინიმალური ძალის გამოყენება. ჩემი ბრძანების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო ცრემლსადენი გაზის გაშვება, თუმცა ეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადაწყდა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოს მიმდინარეობას, უკვე დაიწყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. პროცესი დასკვნით ეტაპზეა. 26 თებერვალს დასკვნით სიტყვას წარმოადგენს დაცვის მხარე, რის შემდეგაც 28 თებერვლამდე 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიმართ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი უნდა გამოიტანოს.