loader

"ფეიერვერკი იყო, დაუსრულებელი დღესასწაული" - მეუფე დანიელის მოგონებები მამა გაბრიელზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეიერვერკი იყო, დაუსრულებელი დღესასწაული" - მეუფე დანიელის მოგონებები მამა გაბრიელზე

"ფეიერვერკი იყო, დაუსრულებელი დღესასწაული" - ასე იხსენებს ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი წმინდა ღირს მამა გაბრიელს. კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, სიკვდილის წინ სწორედ მან წაუკითხა ლოცვები სალოსს. მეუფე დანიელმა და მამა გაბრიელის მკურნალმა ექიმმა ზურაბ ვარაზაშვილმა გარდაცვლილი შემოსეს და მისი ცხედარი კელიიდან სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

"ხშირად იცოდა გაბრაზება, შენიშვნის მიცემა, მაგრამ ამის უკან იყო ძალიან დიდი მზრუნველობა და სურვილი, რომ ადამიანი უკეთესი გამხდარიყო. მთელი დღე შეეძლო, ადამიანთან ესაუბრა. ძილი არ იცოდა, თითქმის არ ჭამდა, სიცივეში ცხოვრობდა, ზამთარში ღუმელი არ ჰქონდა. საოცარი მოვლენა იყო მამა გაბრიელი" - აღნიშნა მეუფე დანიელმა "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას.

ასევე იხილეთ:

ღამენათევი და ატირებული მრევლი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის მოლოდინში
ორი მნათობი ჰყავს დღეს საქართველოს: მამა გაბრიელი და პატრიარქი - მეუფე დანიელი
"დღეს მან ყველას დაანახა, რამხელაა უფლის წინაშე" - როგორ იხსენებენ თანამედროვენი მამა გაბრიელს