loader

გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელს - "საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განიხილავს. საქმის განსახილველად საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და სასამართლოს შვიდი მოსამართლე მსჯელობდნენ. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას , რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ფარგლებში, მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა განმარტა, "თავისი შინაარსიდან გამომდინარე საქმე სირთულით გამოირჩევა, რის გამოც პლენუმი განიხილავს".

საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი თვის ვადაში გადაწყვეტს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავაც იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე მოქალაქეებს სამსახურიდან ვეღარ გაათავისუფლებს.

პარლამენტის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ უნდა მიიღოს. როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარმა სპეციალისტმა თამარ მესხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვისას მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს გარკვეულ ნორმებთან მიმართება.