loader

რა კითხვა დაუსვა შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ღარიბაშვილს აშშ-ში ვიზიტისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კითხვა დაუსვა შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ღარიბაშვილს აშშ-ში ვიზიტისას

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია.

თემურ ბასილია დაინტერესდა, თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ იმ ხალხმა, ვინც წინა რეჟიმის დროს პოლიტიკურად იდევნებოდა და ქვეყანა დატოვა, სამართალი დაიბრუნოს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, როდესაც თქვენი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნაში იყვნენ, ოპტიმიზმით აივსნენ, რომ მიიღებდნენ სამართალს. რა დროში მოხდება ეს და რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიბრუნონ სამართლიანობა?" - მიმართა შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენა იყო და არის მისი ადმინისტრაციის დიდი გამოწვევა. "უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, რამეთუ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს უამრავმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, როდესაც მათი დაკავება და დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ვფიქრობ, ჩვენ თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. არ შემიძლია, პასუხი ახლავე გაგცეთ, მაგრამ მივხედავთ თქვენს საქმეს და შესაბამის უწყებებს მივცემ ინსტრუქციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”

ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე