loader

"ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება" - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე დასმულ შეკითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება" - როგორ უპასუხა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე დასმულ შეკითხვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა არსენ ხარატიანმა შეკითხვა დაუსვა. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დაინტერესდა: შეუძლია თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება. "ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება ის, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბრუნება. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, შეუძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოგზაურობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ:

რა კითხვა დაუსვა შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ღარიბაშვილს აშშ-ში ვიზიტისას