loader

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რამდენიმე მიმართულებით დამატებით დაეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რამდენიმე მიმართულებით დამატებით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რამდენიმე მიმართულებით დამატებით დაეხმარება, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვებოდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გულისხმობს დახმარებას როგორც ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაში, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ.

"დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას – პირველ რიგში ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და ე.წ. ბორდერიზაციის – საზღვრის გავლების მიმართულებით ხელშეწყობას, ასევე გამოვთქვათ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობის მხადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს შეწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციასაც. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალ პლანზე წამოსწევს საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ჯონ კერიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, საქართველო მოიაზრება როგორც ვაჭრობის რეგიონალური ცენტრი, რომელიც ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის და რეგიონალური თანამშრომლობის გარანტი იქნება.

"ბუქარესტის გადაწყვეტილება და ყველა შემდეგი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანებას ნატოში. საქართველოს მიღწევებს აუცილებლად აღიარებს ორგანიზაციის ყველა წევრი სამიტზე", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც ავღანეთში ქართველი სამხედროების წვლილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვას.