loader

რუსული მავთულხლართებით გაყოფილი მორიგი ქართული სოფელი - პრეზიდენტის სტუმრობა ატოცში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული მავთულხლართებით გაყოფილი მორიგი ქართული სოფელი - პრეზიდენტის სტუმრობა ატოცში

კიდევ ერთი ქართული სოფელი, რომელსაც რუსული მავთულხლართები შუაზე ყოფს - სოფელ ატოცის 20 ჰექტარი მიწა უკვე ე.წ. საზღვრის მიღმაა. ატოცელები შიშობენ, რომ მავთულხლართებს იქით კიდევ არაერთი ნაკვეთი მოექცევა. თუმცა "მცოცავი ოკუპაცია" ადგილობრივების ერთადერთი პრობლემა არ არის. გზის გაკეთებას და ექიმის დანიშვნას სოფელში დღემდე ელოდებიან.

ატოცში ამ დროისათვის 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. სკოლას კი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, 51 მოსწავლე ჰყავს. როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, მოსწავლეები მეზობელი სოფლებიდანაც დადიან.

ატოცელების პრობლემები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადად მოისმინა. პრეზიდენტი ატოცში უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილთან და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ჩავიდა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ასევე იხილეთ: "ამ მავთულხლართებს ბოლოს მშვიდად და წყნარად ჩავაბარებთ ჯართში" - გიორგი მარგველაშვილი სოფელ ატოცში