loader

გინება და ცემა-ტყეპა სასამართლოსთან - დაპირისპირება მერაბიშვილის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და ცემა-ტყეპა სასამართლოსთან - დაპირისპირება მერაბიშვილის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის

ვანო მერაბიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა.  სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "თავისუფალი ზონის" წევრების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს მათი ორგანიზაციის ოთხი წევრი დააკავეს. დაკავებულნი არიან ფარნაოზ ჭკადუა, დავით ბობოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა ფარულავა.

"თავისუფალი ზონის" წევრების ინფორმაციით, მოხდა პროვოკაცია, რადგან ვანო მერაბიშვილის მოწინააღმდეგეებს მისცეს საშუალება და შევიდნენ შენობაში, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ფიზიკური დაპირისპირება.

ამ დრომდე უცნობია, დაკავებულები არიან თუ არა ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციის  მონაწილეები.

ასევე იხილეთ: ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა