loader

მრავალრიცხოვანი მრევლი და რიგები მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად - რა ხდება სამების ტაძართან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მრავალრიცხოვანი მრევლი და რიგები მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად - რა ხდება სამების ტაძართან

სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად მისული მრევლის ნაკადი მეხუთე დღეა არ წყდება. მომლოცველების სიმრავლე ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან შეიმჩნევა, რადგან მრევლი ტაძრამდე ფეხით ადის. დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ტაძარში პარაკლისი სრულდება. მიუხედავად საპატრიარქოს მოწოდებისა, რომ 12:00-დან 17:00 საათამდე ტაძარში მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მისულიყვნენ, ეკლესიის ეზოში მაინც უწყვეტი რიგებია.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად მრევლი რეგიონებიდანაც ჩამოვიდა. მიუხედავად ხალხმრავლობისა და გრძელი რიგებისა, მომლოცველები ტაძარში შესვლის იმედს არ კარგავენ. ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ მომლოცველთა სიმრავლის გამო მიიღო.