loader

პროკურორი მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ადეკვატურად მიიჩნევს - რას აპირებს მოპასუხე მხარე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურორი მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ადეკვატურად მიიჩნევს - რას აპირებს მოპასუხე მხარე

სასამართლომ მიიღო ძალიან ადეკვატური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განცხადება საქმის მთავარმა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

პროკურორის თქმით, გამოტანილი განაჩენი ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც 26 მაისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრდება. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, განაჩენი უკანონოა და დღეს გამოიკვეთა, რომ მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას.

ასევე იხილეთ: ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა