loader

"ცოცხები რომ არ გაგიკეთეს, იმიტომ იქცევით ეგრე" - მერაბიშვილის მხარდამჭერებს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხები რომ არ გაგიკეთეს, იმიტომ იქცევით ეგრე" - მერაბიშვილის მხარდამჭერებს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს. "ახალგაზრდული ცენტრის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეები 26 მაისის ამსახველი ფოტოსურათებით მივიდნენ და მერაბიშვილის მხარდამჭერებს სასამართლოს შენობაში სტვენით აცილებდნენ.

"ცოცხები რომ არ გაგიკეთეს, იმიტომ იქცევით ეგრე. თავი უნდა გაგვეხეთქა თქვენთვის" - ასე გამოეხმაურა "სირცხვილის კორიდორის" ინიციატორებს სასამართლოში ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მისული ქალბატონი. ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა კი აქციის ორგანიზატორები უკრაინელ "ტიტუშკებს" შეადარა.


ასევე იხილეთ:

გინება და ცემა-ტყეპა სასამართლოსთან - დაპირისპირება მერაბიშვილის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის

პროკურორი მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ადეკვატურად მიიჩნევს - რას აპირებს მოპასუხე მხარე