loader

შემაძრწუნებელი კადრები: შებრაწული ძაღლები და კატები ინდონეზიის ბაზარში (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები: შებრაწული ძაღლები და კატები ინდონეზიის ბაზარში (+18)

ინდონეზიაში, სულავესის ჩრდილოეთ ნაწილში, გიგანტური ბაზრობა ეწყობა, რომელშიც ყველაზე სახის ხორცის შეძენაა შესაძლებელი. მათ შორის: ძაღლების, კატების, ღამურების, მაიმუნების, ვირთხებისა და სხვა ცხოველების. აღსანიშნავია, რომ ყველა მოკლულ ცხოველს საშინლად განწირული გამომეტყველება აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, სასტიკ სიკვდილზე მიუთითებს.

შემაძრწუნებელი პროდუქტებით დატვირთული თაროები ფოტოგრაფმა და ბლოგერმა, 44 წლის რაიმონდ ოულშმა დააფიქსირა. მისი თქმით, მკვდარი ცხოველების ხილვა უფრო მარტივი იყო, ვიდრე იმათი, რომლებიც გალიებში საკუთარ სიკვდილს ელოდებიან. რაიმონდმა ნანახი საკუთარ ბლოგზე განათავსა, რათა არსებულ პრობლემაზე მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო.