loader

რას აკეთებდა სააკაშვილი ტიმოშენკოსთან ერთად ვერტმფრენში - ექსპრეზიდენტი "პუტინის ფანტაზიებზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აკეთებდა სააკაშვილი ტიმოშენკოსთან ერთად ვერტმფრენში - ექსპრეზიდენტი "პუტინის ფანტაზიებზე"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე კვირას კიევში უკრაინელ სტუდენტებს შეხვდა. სააკაშვილმა "ნარინჯისფერი რევოლუციის" პერიოდი და მისი ლიდერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიქტორ იუშენკოსთან და იულია ტიმოშენკოსთან მეგობრული ურთიერთობა სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოუყალიბდა. ექსპრეზიდენტმა საქართველოში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი გაიხსენა და სტუდენტები ძალიან გაახალისა.

"მახსენდება იულია ტიმოშენკოს პირველი ვიზიტი საქართველოში, როცა ის პრემიერ-მინისტრი გახდა. მე მას აეროპორტში დავხვდი, ვერტმფრენში ჩავსვი და კახეთში წავიყვანე. ვლადიმერ პუტინმა ეს ტელევიზიით ნახა და გადაიღო პორნოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით "იულია", რომელიც რუსული ტელეარხებით გაუშვეს. მას თავისი ფანტაზიები ჰქონდა, რით ვიყავით მე და ტიმოშენკო დაკავებულნი ვერტმფრენში. ნამდვილად ძნელია, ასეთი ქვეყნის ლიდერი იყო, ასეთი ავადმყოფური ფანტაზიებით".

იხილეთ ნაწყვეტი ფილმიდან "იულია"

ასევე იხილეთ: "შევყევი საცეკვაო მოედანზე..." - მედვედევი სააკაშვილს "შეყვარებულივით" გაურბოდა