loader

"ერთ ლექციაში უფრო მეტ ანაზღაურებას ვიღებ, ვიდრე პრეზიდენტობისას თვის მანძილზე" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ლექციაში უფრო მეტ ანაზღაურებას ვიღებ, ვიდრე პრეზიდენტობისას თვის მანძილზე" - მიხეილ სააკაშვილი

"ერთ ლექციაში უფრო მეტ ანაზღაურებას ვიღებ, ვიდრე პრეზიდენტობის ერთი თვის მანძილზე" - ასე უთხრა სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებს, რომლებსაც კიევში მიმდინარე კვირას შეხვდა.

"როცა საპრეზიდენტო ვადა დავასრულე, დამრჩა 2,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სახლი - 90 კვ. მეტრზე და მეტი არაფერი… მართლა. მქონდა რამდენიმე ათასი, თავისი ჰონორარებით, რომლითაც შეერთებულ შტატებში ცხოვრება დავიწყე. ახლა ვკითხულობ ლექციებს და ერთ ლექციაში ვიღებ უფრო მეტს, ვიდრე პრეზიდენტობისას მთელი თვის განმავლობაში. თუმცა აქ უფასოდ გამოვდივარ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ მის მთავრობას კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმცა ახლა კმაყოფილებით მიმართავს ქართველებს, ნახეს თუ არა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მდიდრული სახლი.

წაიკითხეთ ვრცლად: რამდენს უხდიან სააკაშვილს ლექციაში და რითი "კაიფობს" ექს-პრეზიდენტი