loader

"კაბინეტებში კი ნუ იკეტებით, ნახეთ ხალხს როგორ უჭირს!" - მუშათა საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაბინეტებში კი ნუ იკეტებით, ნახეთ ხალხს როგორ უჭირს!" - მუშათა საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

შრომითი უფლებების დაცვისა და მასზე ეფექტური მონიტორინგის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან მუშათა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზება ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით მოხდა.

მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ კაზრეთის საწარმოს მუშები და ჭიათურის მაღაროელები. სოლიდარობის ნიშნად მათ შეუერთნენ რუსთავის, აზოტისა და მეტალურგიული ქარხნების მუშები, ასევე სამაშველო სამსახურის მეხანძრე მაშველები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილების მიუხედავად, მთავრობა ეფექტურად ვერ ახდენს შრომითი უფლებების დაცვას და მასზე მონიტორინგს. ნინო ლომჯარიას თქმით, ამის მაგალითია რამდენიმე საწარმოს მუშათა გაფიცვა, რომლებიც უსაფრთხო და სათანადო შრომით პირობებს ითხოვენ. 

საპროტესტო აქციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია მივიდა.
თამარ კორძაია შეკრებილებს ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ადეკვატურ ქმედებას დაჰპირდა.