loader

სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა შეიარაღებულმა 300-მა სამხედრომ დაბლოკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზა შეიარაღებულმა 300-მა სამხედრომ დაბლოკა

ყირიმში, სევასტოპოლის აეროპორტთან მისასვლელი გზას ავტომატებით შეიარაღებულმა 300 სამხედრომ ბლოკირება გაუკეთა. "ბელბაკის" აეროპორტის წარმომადგენლის, ანატოლი რიჩენკოს განცხადებით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული 300-მდე ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე 27 თებერვალს გვიან ღამით შევიდა და სავარაუდოდ, ისინი რუსი სამხედროები არიან.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სამხედროები აეროპორტის ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ისინი ასევე არავის აძლევდნენ ახლოს მიკარების უფლებას და მათ ბრძანებით: "არ მომიახლოვდე, გესვრი" - აჩერებდნენ. როგორც სამხედროებმა აეროპორტის წარმომადგენლებს განუცხადეს, ისინი აეროპორტს პროვოკაციისგან იცავენ.