loader

ქართული ჯარი ჩემთვის მომავალი საქართველოს ელიტა და განძია - ლევან წულაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ჯარი ჩემთვის მომავალი საქართველოს ელიტა და განძია - ლევან წულაძე

ჯარის მეგობართა საზოგადოება ახალ პროექტს "ჩემი ჯარი" იწყებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები, სპორტსმენები, მსახიობები გამოხატავენ დამოკიდებულებას და ემოციას საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ. პროექტის მონაწილეები მოკლედ, ერთ ფრაზაში აღწერენ მათთვის რას ნიშნავს ჯარი, რომელიც მას იცავს.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო და სამხედრო საზოგადოებების უფრო მეტად დაახლოებას, შეიარაღებული ძალების თანადგომასა და მისი პრესტიჟის ამაღლებას.

პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე ლევან წულაძეა, რომლის შეფასება და დამოკიდებულება ჯარის მიმართ თავდაცვის სამინისტროს ოფიაციალურ Facebook გვერდზე უკვე გავრცელდა.