loader

"სიკეთე და სიწმინდე აქ დატოვა ალბათ..." - მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე მრევლის ნაკადი არ წყდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიკეთე და სიწმინდე აქ დატოვა ალბათ..." - მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე მრევლის ნაკადი არ წყდება

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, იმ ადგილის მოსალოცად სადაც მამა გაბრიელი განისვენებდა, მრევლი ამ დროისთვისაც ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ წმინდანის ნაწილები ერთი კვირის წინ საფლავიდან ამოასვენეს და ამჟამად სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული, მის საფლავთან მომლოცველების ნაკადი არ წყდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მრევლი სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სწორედ წმინდანის საფლაფის მოსანახულებლად მიდის.

მამა გაბრიელის ნეშტს სამთავროს დედათა მონასტერში რამდენიმე კვირაში გადაასვენებენ. იქამდე მრევლს ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვა სამების საკათედრო ტაძარში შეუძლია.

ასევე იხილეთ:

ღამენათევი და ატირებული მრევლი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოლოცვის მოლოდინში

მრავალრიცხოვანი მრევლი და რიგები მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად - რა ხდება სამების ტაძართან