loader

აჭარის ანსამბლიდან 32 თანამშრომლის დათხოვნა ანსამბლის წევრებმა გააპროტესტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ანსამბლიდან 32 თანამშრომლის დათხოვნა ანსამბლის წევრებმა გააპროტესტეს

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები 32 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ. ხელოვანები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, პლაკატები გამოფინეს და ანსამბლის დირექტორის ოთარ მიქელაძის გადაყენება მოითხოვეს.

ანსამბლის წევრები პერმანენტულ აქციებს თვეების განმავლობაში მართავდნენ და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ ქორიძის ანსამბლში დაბრუნებას ითხოვდნენ. როგორც ანსამბლის წევრები აცხადებენ, სამსახურიდან ის 32 ადამიანი დაითხოვეს, ვინც გაფიცვაში იღებდა მონაწიელობას. მათივე თქმით, სულ გაფიცვაში 45 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ 13 წევრის სამსახურში დატოვება მიზანმიმართულია, რადგან შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება ანსამბლის წევრებს შორის. მოცეკვავე მურთაზ მანძულაშვილი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი შეპირდა, რომ ანსამბლიდან დათხოვნილი არავინ იქნებოდა.

საპროტესტო აქციაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი მივიდა. როგორც მან აღნიშნა, თამშრომელთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო და თუ გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნიათ, სასამართლოს უნდა მიმართონ.