loader

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლაგოდეხში ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლაგოდეხში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ბ. დააკავეს. დაკავება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მოხდა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას 0,3088 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0497 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთის
რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ თეიმურაზ ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ნარკოტიკული საშუალების განმეორებით
უკანონო მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 273-ე მუხლით).