loader

კადრები, თუ როგორ აღიმართნენ უკრაინელი ოფიცრები ცოცხალ ფარად და რუს სპეცრაზმელებს იარაღის გატანა არ დაანებეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, თუ როგორ აღიმართნენ უკრაინელი ოფიცრები ცოცხალ ფარად და რუს სპეცრაზმელებს იარაღის გატანა არ დაანებეს

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ასახულია როგორ არ მნისცეს უკრაინელმა მეზღვაურებმა რუს სამხედროებს უკრაინული სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატანის საშუალება .

2 მარტის დილით რუსულმა სპეცრაზმელებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილში შეაღწიეს და სამხედრო შეიარაღება იგდეს ხელთ, თუმცა, მისი გამოტანა ვერ შეძლეს.

რუსი სამხედროებით სავსე ავტომანქანა "კამაზს" უკრაინელმა მეზღვაურებმა გზა ჯავშანტრანსპორტიორით გადაუკეტეს და თავად მის წინ ცოცხალ ფარად დადგნენ, რათა რუს სამხედროებს მანქანის გადათრევა არ შეძლებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ჰაერში ორჯერ გაისროლეს, უკრაინელებმა უკან მაინც არ დაიხიეს.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

საბოლოოოდ, რუსები იძულებული გახდნენ უკრაინული სამხედრო ნაწილი დაეტოვებინათ, იარაღით დატვირთული მათი "კამაზი" კი უკრაინელმა მეზღვაურებმა სხვა სამხედრო ნაწილში გადააგზავნეს.

იხილეთ ასევე: უკრაინელმა მეზღვაურებმა რუს სამხედროებს უკრაინული სამხედრო ნაწილიდან იარაღის გატანის საშუალება არ მისცეს

სევასტოპოლში უკრაინულ საჯარისო ნაწილში შეჭრილ რუს სამხედროებს გზა გადაუკეტეს

ნახეთ ვიდეო georgianews.ge-ზე